Accentnews.ge
ანზორ ბიწაძე: ''მედიის დემონიზირებას დიდი ხანია ,,ოცნება" თანმიმდევრულად ცდილობს''

ანზორ ბიწაძე: ''მედიის დემონიზირებას დიდი ხანია ,,ოცნება" თანმიმდევრულად ცდილობს''

18/03/2022 11:14:38 პოლიტიკა

"მედიასაშუალებების წარმომადგენლებზე თავდასხმებს, წინ უძღვოდა წლების მანძილზე, ხელისუფლების მხრიდან კარგად წახალისებული მედიის წარმომადგენლების დემონიზირების კამპანია. თუკი ყველა ხელისუფლების დროს ვხედავდით თითქმის ყველა პოლიტიკოსზე პროპაგანდისტულ შეტევებს, რაც ასევე ძალიან ცუდია, ამ ხელისუფების ერთ-ერთი გამორჩეული თვისებაა, მსგავსი შეტევები მედიაზე მისი დისკრედიტაციის მიზნით." - აცხადებს ,,ერთიანი საქართველოს" ერთერთი ლიდერი ანზორ ბიწაძე.

,,ნებისმიერი კრიზისის თანამონაწილეებად და შემქმნელებად ხელისუფლება ჟურნალისტებს წარმოაჩენს, მიზანმიმართულად ნერგავს მათ წინააღმდეგ აგრესიას საკუთარ მხარდამჭერებში და ვხედავთ, როგორ სცდება ეს ყველაფერი სულ უფრო და უფრო ხშირად სოციალურ ქსელებსა და პროპაგანდას.

მიზანი ერთია: ბიძინა ივანიშვილისთვის სასურველ პოლიტიკურ სისტემაში, დამოუკიდებელი მედია საშუალებების ადგილი მინიმალური უნდა იყოს და იმისათვის რომ რაც შეიძლება მისთვის უმტკივნეულოდ მოხდეს სხვადასხვა მედია საშუალებების დახურვა, ამას საზოგადოების ნაწილი მაინც სიხარულით უნდა ხვდებოდეს.

სწორედ აღნიშნულია იმის საფუძველი რაც გუშინ მთავარი არხის და ფორმულას წინააღმდეგ ვიხილით, რაც მოხდა 5 ივლისს, ვახო სანაიაზე თავდასხმისას და რასაც ყოველდღე ,,ოცნების" პროპაგანდა ავრცელებს.'' - ნათქვამია ანზორ ბიწაძის განცხადებაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S