Accentnews.ge
"თავისუფლების დასასრული უკრაინაში ნიშნავს თავისუფლების ყოველგვარი იმედის გაქრობას საქართველოში და შემდეგ მოლდოვაში"

"თავისუფლების დასასრული უკრაინაში ნიშნავს თავისუფლების ყოველგვარი იმედის გაქრობას საქართველოში და შემდეგ მოლდოვაში"

19/03/2022 15:10:09 პოლიტიკა

თავისუფლების დასასრული უკრაინაში ნიშნავს თავისუფლების ყოველგვარი იმედის გაქრობას საქართველოში და შემდეგ მოლდოვაში, – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა კონსერვატიული პარტიის საგაზაფხულო კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ომი გადაწყვიტა იმის გამო, რომ ეშინოდა მეზობლად ჰყოლოდა თავისუფალი, დემოკრატიული ერი.

როგორც მან აღნიშნა, ნაკლებსავარაუდოა, რომ გამარჯვებული პუტინი უკრაინაში გაჩერდეს.

"პუტინის გამარჯვება იქნება დაშინების ახალი ეტაპის დასაწყისი აღმოსავლეთ ევროპაში ბალტიიდან შავ ზღვამდე და ამასთანავე, ეს იქნება მწვანე შუქი ავტოკრატებისთვის მსოფლიოს მასშტაბით", – განაცხადა ჯონსონმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ დიდმა ბრიტანეთმა ახლა უნდა გადადგას “გაბედული ნაბიჯები”, რათა დაასრულოს მისი დამოკიდებულება რუსეთის ნავთობსა და გაზზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S