Accentnews.ge
სააკაშვილი:"ზელენსკის ფილმი მეტწილად ჩემი პრეზიდენტობის ეტაპებზეა დაფუძნებული"

სააკაშვილი:"ზელენსკის ფილმი მეტწილად ჩემი პრეზიდენტობის ეტაპებზეა დაფუძნებული"

21/03/2022 09:20:41 პოლიტიკა

პატიმრობაში მყოფი საქართველოს ექს–პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, "ის ერთადერთი ადამიანი იყო, ოჯახის წევრების გარდა, რომელიც პოლონეთის პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის დაკრძალვას დაესწრო".

პოლონეთის ყოფილ პრეზიდენტსა და უკრაინის მოქმედ პრეზიდენტზე სააკაშვილმა მისი ერთ-ერთი საქმის (საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის) საქალაქო სასამართლოში განხილვის დროს ისაუბრა.

"ძეგლებს უხსნიან კაჩინსკის და მე კაჩინსკისთან ჩასვლის გამო მიპირებენ [გასამართლებას]... მე დარწმუნებული ვარ, რომ ნანახი გაქვთ ფილმი "ხალხის მსახური" ზელენსკის მონაწილეობით... ზელენსკის ფილმი მეტწილად, როგორც სცენარისტმა მითხრა, დაფუძნებულია ჩემი პრეზიდენტობის ეტაპებზე. წარმოიდგინეთ, რამდენიმე წელში ზელენსკის რომ უთხრან, მერე რა რომ შენი ქვეყანა გადაარჩინე, ის მაისური რომ გეცვა, ის არის ფულის გადახარჯვა", - თქვა სააკაშვილმა.

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

უკრაინას მსოფლიოს რიგი ქვეყნები სამხედრო დახმარებას უგზავნიან.

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S