Accentnews.ge
"ამ ხელისუფლებამ გადადგა ძალიან სწორი ნაბიჯები, რასაც გადადგამდა საქართველოს ყველა პატრიოტული ხელისუფლება"

"ამ ხელისუფლებამ გადადგა ძალიან სწორი ნაბიჯები, რასაც გადადგამდა საქართველოს ყველა პატრიოტული ხელისუფლება"

21/03/2022 19:58:43 პოლიტიკა

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, დეპუტატ გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ ძალიან სწორი ნაბიჯები გადადგა. ამის შესახებ მან გადაცემა “თავისუფალი სივრცის” ეთერში განაცხადა.

"ამ ხელისუფლებამ გადადგა ძალიან სწორი ნაბიჯები, რასაც გადადგამდა საქართველოს ყველა პატრიოტული ხელისუფლება. პირველი, უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას გენერალურ ასამბლეაზე დაუჭირა მხარი. რუსეთის გარიცხვას ევროპის საბჭოდან დაუჭირა მხარი. დიდი ბრიტანეთის ინიციატივას, რომ გაეროს სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ აღძრულიყო საქმე იმის გამო, რუსეთის ფედერაციამ განახორციელა საერთაშორისო სამართლის სრული დარღვევით უკრაინის წინააღმდეგ აგრესია, დაუჭირა მხარი. არ ვთქვათ ეს და ვთქვათ, რომ ეს არ გაუკეთებია საქართველოს ხელისუფლებას?! მაპატიეთ და ამის ართქმა ხომ იდიოტიზმია?! შეიძლება მეტი გააკეთოს? – ამისათვის უნდა გვქონდეს ზუსტად იმ ხარისხის და იმ რაოდენობის ინფორმაცია, რომელიც აქვს ხელისუფლებას. მე ეს ინფორმაცია არ მაქვს. ჩვენი უკრაინელი მეგობრები უკმაყოფილო არიან. ამასაც ხაზი უნდა გავუსვათ, მაგრამ ის, რაც გაკეთებულია, ამაზე უნდა ვთქვათ, რომ გაკეთებულია", – განაცხადა ვაშაძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S