Accentnews.ge
"ნატო-ში ინტეგრაციამდე ახალი უსაფრთხოების ჩარჩო საქართველოსთვისაც კარგი იქნებოდა"

"ნატო-ში ინტეგრაციამდე ახალი უსაფრთხოების ჩარჩო საქართველოსთვისაც კარგი იქნებოდა"

22/03/2022 10:04:17 პოლიტიკა

სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციამდე ახალი ტიპის უსაფრთხოების ჩარჩოს შეთავაზება კარგი იქნებოდა.

მისი თქმით, ახლა უკრაინასთანაც საუბარი სწორედ უსაფრთხოების ახალი გარანტიების შექმნაზე მიდის და არასწორია დისკუსია, რომ კიევი ნეიტრალიტეტის გამოცხადებას აპირებს.

“გარკვეული ჯგუფები დღეს საუბრობენ [ნეიტრალიტეტზე] და სამწუხაროდ, ვერ იაზრებენ იმ გეოპოლიტიკურ ვითარებას, რომელიც დღეს არის. მცდარია დამოკიდებულება, რომ უკრაინა მიდის ნეიტრალიტეტის გზით. უკრაინასთან საუბარი არის კონკრეტულ სამხედრო და უსაფრთხოების გარანტიებზე და ამასთან ერთად ახალი უსაფრთხოების ჩარჩოს შექმნაზე. ასეთი ტიპის უსაფრთხოების ჩარჩო ნატო-ში ინტეგრაციამდე ძალიან კარგი იქნებოდა საქართველოსთვისაც, მაგრამ ნუ წარმოაჩენს ნურავინ, რომ თითქოს ახლა უკრაინა განიარაღებას და ნეიტრალიტეტის გამოცხადებას აპირებს და ამით დამთავრდება ყველაფერი, ეს არის ტყუილი და ამ პროცესის არასწორი გაგება”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S