Accentnews.ge
სამნიძე: "საექსპერტო წრეებში" ნეიტრალიტეტზე საუბარი დასტურია, რომ "ოცნება" სიტუაციას ამოწმებს"

სამნიძე: "საექსპერტო წრეებში" ნეიტრალიტეტზე საუბარი დასტურია, რომ "ოცნება" სიტუაციას ამოწმებს"

22/03/2022 10:10:09 პოლიტიკა

პარლამენტის დეპუტატი ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ ე.წ. საექსპერტო წრეებში ნეიტრალიტეტზე დისკუსია კიდევ ერთი დასტურია, რომ "ქართული ოცნება" სიტუაციას ამოწმებს.

მისი თქმით, "ოცნება" ვერც კონსტიტუციას შეცვლის და ვერც საქართველოს მოქალაქეებს დაარწმუნებს, რომ ამ ქვეყანას ევროატლანტიკური ინტეგრაცია არ სჭირდება:

"დისკუსია ე.წ. საექსპერტო წრეებში ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით არის კიდევ ერთი დასტური, რომ "ქართული ოცნება" ამოწმებს სიტუაციას, სწავლობს ვითარებას და მან კარგად უნდა გაიაზროს, რომ ჩვენს ქვეყანაში არის არჩევანი გაკეთებული ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, ჩვენს ქვეყანაში კონსტიტუციაში წერია, რა არის ჩვენი ქვეყნის არჩევანი, ვერც კონსტიტუციას შეცვლის "ქართული ოცნება" და ვერც საქართველოს მოქალაქეებს დაარწმუნებს იმაში, რომ ამ ქვეყანას არ სჭირდება ევროატლანტიკური ინტეგრაცია".

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ საქართველო ნეიტრალიტეტზე საუბარს არ და ვერ დაიწყებს, რადგან ქვეყანას საერთაშორისო კურსის გაძლიერებაში ბევრი ენერგია და ადამიანის სიცოცხლე აქვს ჩადებული.

მისი თქმით, ისეთი საკითხები, როგორიც ნატო -ში გაწევრიანება, რეგიონალური და საერთაშორისო უსაფრთხოებაა, პარტნიორებთან ერთად უნდა გადაწყდეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S