"მმართველი გუნდი უნდა ჩამოყალიბდეს თავის პოზიციაში, თუ რა საკითხთან დაკავშირებით მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს"
22/03/2022 10:08:02 პოლიტიკა
მმართველი გუნდი უნდა ჩამოყალიბდეს თავის პოზიციაში, თუ რა საკითხთან დაკავშირებით მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს, - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მან ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილებების შესახებ საკითხი პრეზიდენტის საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტის შემდეგ დაისვა:
"მმართველი გუნდი უნდა ჩამოყალიბდეს თავის პოზიციაში თუ რა საკითხთან დაკავშირებით მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს და ამის მერე დაველოდოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო. პრეზიდენტი რას ფიქრობს, ამას თავად იტყვის, უბრალოდ, მოხდა ისე, რომ ამ ვიზიტის შემდეგ დაისვა საკითხი პრეზიდენტის უფლებამოსილებების შესახებ, რომ ჩვენ კონსტიტუციას სწორად ვერ ვკითხულობთ. კონსტიტუციაში წერია, რომ საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში, არის ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი და სახელმწიფოს მეთაური. დაველოდოთ, როგორ მიმართავს მმართველი გუნდი საკონსტიტუციო სასამართლოს, რა საკითხების განმარტებაზე მიმართავს".


