Accentnews.ge
"ოცნების" სპიკერებმა დაიწყეს სასოწარკვეთის ქადაგება, რომ ნეიტრალიტეტი არის ერთადერთი ხსნა“

"ოცნების" სპიკერებმა დაიწყეს სასოწარკვეთის ქადაგება, რომ ნეიტრალიტეტი არის ერთადერთი ხსნა“

22/03/2022 11:27:45 პოლიტიკა

„ევროპულმა საქართველომ“ შევკრიბეთ ყველა ის პროპაგანდისტული განცხადება სადაც ხელისუფლებასთან დაახლოებული ჯგუფები კულტივირებენ პუტინის უძლეველობას და მასთან შეგუების აუცილებლობის იდეას, რასაც ხვალ წარვუდგენთ საზოგადოებას“ - განაცხადა „ევროპული საქართელოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ.

„ოდნავ უტრირებული მაგალითი, რომ მოვიყვანოთ როგორ იქცევა პუტინისტური პროპაგანდა უკრაინას და ზელენსკის აბრალებს ფაშისტობას, ოღონდ თვითონ არის ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელი ღიად თან, ოცნების პროპაგანდა ძალიან გავს პრინციპიალურად ამას, ამ გუნდის სპიკერებმა სოციალურ მედიაში და ტელევიზიითაც დაიწყეს კამპანია, როგორ არის ნეიტრალიტეტი ხსნა იმიტომ, რომ სულ სხვა კონტექსტში პრეზიდენტი ზელენსკი ახსენებს მას ორმხრივი გარანტიების კონტექსტში, "ქართული ოცნების" სპიკერებმა აქ ეს ამოიღეს და დაიწყეს სასოწარკვეთის ქადაგება, რომ თურმე როგორ ტყუილად ჩახოცა ზელენსკიმ საკუთარი ხალხი ქვეყანაში, ახლა როცა ამ კამპანიას მოყვა საზოგადოების რეაქცია უბრალოდ ისროლეს ბრალდება, რომ ოპოზიცამ აღარ გავაგრძელოთ ამაზე საუბარი, სრულ აბსურდში გვამყოფებენ, ჩვენ "ევროპულმა საქართველომ" შევკრიბეთ ეს ყველაფერი და ხვალ წარვუდგენთ საზოგადოებას ვინ ლაპარაკობდა ამ ყველაფერს, ვინ კულტივირებდა ამ აზრს, ვინ ეწევა პროპაგანდას პუტინის უძლეველობის და ამასთან შეგუების აუცილებლობის და ვინ ისვრის ქვებს ზელენსკის და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ.“ - განაცხადა ბოკერიამ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S