
რას ითვალისწინებს მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოსთვის დამტკიცებული "ადამიანური კაპიტალის პროგრამა" და "კახეთის სატრანსპორტო კავშირის გაუმჯობესების პროექტი"
23/03/2022 06:06:49 ეკონომიკა
22 მარტს მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოსთვის ორი მნიშვნელოვანი პროექტი დაამტკიცა.
მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, ეს პროექტებია:
- საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამა, რომლისთვისაც მსოფლიო ბანკმა 400 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის დაფინანსება გამოყო და რომელიც, თავისი არსით, უპრეცედენტო პროგრამაა.
- კახეთის სატრანსპორტო კავშირის გაუმჯობესების პროექტი, რომლის ფარგლებში გამოყოფილი 109 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის დაფინანსებით მოხდება კახეთის ავტომაგისტრალის მშენებლობა, რომელიც რეგიონს დედაქალაქთან და ქვეყნის ავტომაგისტრალთა ქსელთან დააკავშირებს.
რას ითვალისწინებს ადამიანური კაპიტალის პროგრამა
მსოფლიო ბანკის ცნობით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსოფლიო ბანკი იყენებს დაფინანსების ინსტრუმენტს „პროგრამა შედეგებისთვის“ ადამიანური კაპიტალის მრავალდარგობრივი მიმართულებითერთიანად დასაფინანსებლად, კერძოდ განათლების, ჯანდაცვის და სოციალური დაცვის შედეგების გასაუმჯობესებლად. ასევე, პირველად ხდება მსოფლიო ბანკის დაფინანსების აღნიშნული ინსტრუმენტის გამოყენება საქართველოში.
„ეს მართლაც უპრეცედენტო პროგრამაა როგორც საქართველოსთვის, ისე მსოფლიო ბანკისთვის, რაც იმის დასტურია, რომ ინვესტირება ადამიანებში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, უპირველესი პრიორიტეტია ბანკისთვის, ისევე როგორც ქვეყნის მთავრობისთვის. მხოლოდ ადამიანური კაპიტალის სრული პოტენციალის ათვისებით, მომავალი თაობის მაღალი ხარისხის განათლებასთან წვდომით,და ყველა მოქალაქისთვის ჯანდაცვის და სოციალური დაცვის თანასწორი სერვისების მიწოდებით, შეძლებს საქართველო მყარი საფუძვლის მომზადებას ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვის, რომელიც უზრუნველყოფსუკეთესი სამუშაო ადგილებისა და ახალი შესაძლებლობების შექმნასმისი ხალხისთვის", – აღნიშნა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა.
ადამიანური კაპიტალის პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას სამართლიანი და თანასწორი წვდომით მაღალი ხარისხის განათლებასთან, უკეთ ფოკუსირებულ სოციალურ დახმარებასთან და ძლიერ პრევენციულ ჯანდაცვასთან,მკურნალობისა და მედიკამენტების შემცირებული ხარჯებით.
„მიგვაჩნია რა, რომ ქვეყნის გრძელვადიანი განვითარებისთვის, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ინვესტირება განათლებაში, ჯანდაცვაში, სოციალურ დაცვასა და სამუშაო ადგილების შექმნაში. ადამიანური კაპიტალის განვითარება წარმოადგენს საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს. ადამიანურ კაპიტალში ინვესტირება და ამ გზით ინოვაციური გადაწყვეტების გამოყენება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია COVID-19-ის პერიოდში, რათა თანმიმდევრულად მოხდეს ადამიანური კაპიტალის შედეგების დაცვა, უთანასწორობის აღმოფხვრა და პანდემიის უარყოფითი შედეგების შემსუბუქება. მსურს ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ დიდად ვაფასებთ მსოფლიო ბანკის ამ მნიშვნელოვან მხარდაჭერას და მოუთმენლად ველით ნაყოფიერ თანამშრომლობას,“ - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
ჯანდაცვის და სოციალური დაცვის მიმართულებით, ადამიანური კაპიტალის პროგრამა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მომსახურების მიწოდებისეფექტურობის გაზრდაში და ხელს შეუწყობს მოწყვლადი ჯგუფების ჩართვას ჯანდაცვის, სოციალურ და დასაქმების სერვისებში. მოსალოდნელია, რომ რეფორმები გააუმჯობესებს ბავშვიანი ღარიბი ოჯახების სოციალური დახმარების დაფარვას, და ამასთან, უკეთესად მოამზადებს და დააკავშირებს უმუშევარ პირებს დასაქმების შესაძლებლობებთან. პროგრამა მთავრობას დაეხმარებაჯანდაცვის მომსახურების შესყიდვისა და ფასწარმოქმნის რეფორმაში, ფარმაცევტული ბაზრის ეფექტიანობისა და თანასწორობის გაუმჯობესებაში,და ასევე, პირველადი ჯანდაცვის, ისევე როგორც ჰოსპიტალური მკურნალობის გაუმჯობესებაში.
საგანმანათლებლო რეფორმების მიმართულებით კი, ადამიანური კაპიტალის პროგრამის მთავარი ამოცანაა საქართველოში ბავშვებისა და ახალგაზრდების უნარებისა და კომპეტენციების ამაღლება, რათა მათ შეძლონ მზარდი კომპლექსური პრობლემების დაძლევა, რომელთა წინაშეც დღეს თანამედროვე საზოგადოება დგას. პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოს განათლების სისტემის გარდაქმნას სკოლამდელი განათლებიდან დაწყებული სასკოლო, საუნივერსიტეტო და შემდეგომი განათლების ეტაპების ჩათვლით, რათა მოხდეს სისტემის ტრასფორმირება ცოდნის მიწოდებიდან ისეთი უნარების განვითარებამდე, როგორებიცაა პრობლემების გადაწყვეტის, თანამშრომლობისა და კომუნიკაციის უნარები. პროგრამა აღნიშნულს განახორციელებს განათლების სისტემის დაფინანსებისა და ორგანიზაციის ფუნდამენტური რეფორმის მეშვეობით. შედეგად მოსწავლეებს წვდომა ექნებათ უკეთეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, მასწავლებლებსა და სკოლის ხელმძღვანელობას კი მხარდაჭრის უკეთესი პირობები საქართველოს ყველა რეგიონში. ასევე, გაცილებით უკეთ განვითარდება და მდგრადი გახდებაციფრული განათლების ინფრასტრუქტურა როგორც თბილისში,ისე ყველაზე შორეულ მაღალმთიან სოფლები.
პროგრამა, ასევე, ითვალისწინებს საქართველოს ვალდებულებას გლობალური კლიმატის ცვლილების დღის წესრიგთან დაკავშირებით. მთაგორიანი რელიეფის გამო, საქართველო განსაკუთრებით მოწყვლადია კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული კრიზისული მოვლენების მიმართ. შერბილების მოკლევადიან ღონისძიებებთან ერთად, როგორებიცაა სათბურის აირების გამოფრქვევის შემცირება და სკოლების ენერგოეფექტიანობა, პროგრამა ხელს უწყობს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით შეთანხმებული ღონისძიებების განხორციელებას მასში ჩართულიყველა მონაწილის მიერ. ეკოლოგიის მიმართულებით, განათლების პროგრამა ასევე ითვალისწინებსმასწავლებლებისთვის მოდულებისჩატარებას კლიმატის ცვლილებისა და ენერგოეფექტიანობის შესახებ, ასევე ტრენინგებს „მწვანე“ სამუშაო ადგილებისთვის აუცილებელი უნარების ათვისების ხელშესაწყობად.
რას კახეთის სატრანსპორტო კავშირის გაუმჯობესების პროექტი
მსოფლიო ბანკის ცნობით, კახეთი, როგორც მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო და ღვინისწარმოებისა და ექსპორტის ცენტრი, რომელსაც ტურიზმისა და ზრდის დიდი პოტენციალიაქვს, ამ პროექტის განხორციელების შედეგად სარგებელს მიიღებს ტვირთების გაზრდილი მოძრაობით, ისევე როგორც შედარებით უფრო ხანმოკლე და უსაფრთხო მგზავრობითდედაქალაქამდე და ქვეყნის სხვა რეგიონებამდე. ასევე,მოსალოდნელია, რომ პროექტი წვლილს შეიტანს COVID-19 კრიზისიდან ქვეყნის ეკონომიკური აღდგენის პროცესში, განსაკუთრებით მოკლევადიან პერსპექტივაში -სამშენებლო სექტორში სამუშაო ადგილების შექმნით და ადგილობრივი მეწარმეებისთვის შემოსავლის გაზრდით.
„მაღალი გამტარობის მქონე ავტომაგისტრალები საქართველოს ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორებია, რამდენადაც ისინიუზრუნველყოფენ სხვადასხვა დარგის ფირმების გაცილებით ეფექტიან წვდომას ბაზრებთან, ამარტივებენკავშირს ტურისტულ ცენტრებთან და ასევე, მგზავრებს და საზოგადოებას უადვილებენ წვდომას ისეთ ძირითად სერვისებთან და შესაძლებლობებთან, როგორებიცაა ჯანდაცვა, განათლება და სამუშაო ადგილები. ამ პროექტით მსოფლიო ბანკი მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას გახდეს რეგიონის სატრანზიტო ჰაბი", – აღნიშნა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა.
კახეთის სატრანსპორტო კავშირის გაუმჯობესების პროექტი დააფინანსებს 17 კმ სიგრძის და ოთხი ზოლის მქონე ავტომაგისტრალის მონაკვეთის მშენებლობას საგარეჯოსა და ბადიაურს შორის თბილისი - ბაკურციხე - ლაგოდეხის დერეფანში, რითაც კახეთს თბილისთან და ქვეყნის დანარჩენ რეგიონებთან დააკავშირებს. მსოფლიო ბანკის ამ პროექტის საშუალებით განხორციელებული ინვესტიციის პარალელურად, საქართველოს მთავრობა ააშენებს აღნიშნული დერეფნის პირველ სამ მონაკვეთს თბილისიდან საგარეჯომდე, დაპროექტების, მშენებლობის, ფიდუციარული, გარემოსდაცვითი და სოციალური დაცვის ისეთივე მექანიზმების გამოყენებით, როგორიც მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული მონაკვეთის შემთხვევაში გამოიყენება. დერეფანი სავარაუდოდ 2025 წლისთვის ამოქმედდება. ასევე დაგეგმილია დერეფნის დარჩენილი ნაწილების მშენებლობა ბადიაურსა და ლაგოდეხს შორის, რაც მომავალ ეტაპზე ტრანსპორტის მოძრაობის დონიდან გამომდინარე განხორციელდება.
„მსოფლიო ბანკის დახმარებით ჩვენ მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელეთ კახეთის რეგიონში, როგორებიცაა გურჯაანის შემოვლითი გზის მშენებლობა და შედეგებზე დამყარებული ქვეყნის შიდა გზების რეაბილიტაციის პირველიპროგრამა ქვეყანაში. ეს არის პროექტი, რომელიც დააჩქარებს კახეთის განვითარებას და გადამწყვეტი იქნება რეგიონის ინფრასტრუქტურული, ლოგისტიკური, სასოფლო-სამეურნეო და ეკონომიკური განვითარებისთვის და დიდ გავლენას იქონიებს არა მარტო კახეთის, არამედ მთლიანად ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ პროგრესზე,“ - განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ.
პროექტი შემდგომ დააფინანსებს ბაზრის განვითარებას ბადიაურის მონაკვეთის ახლოს და ხელს შეუწყობს ქალთა მონაწილეობით საწარმოების შექმნას და გაფართოებას, რაც ასევე გულისხმობს ბიზნესის საკონსულტაციო ტრენინგებს ადგილობრივი ქალი მეწარმეებისთვის. პროექტი ასევე უზრუნველყოფს ტექნიკურ დახმარებას საქართველოს გზების დეპარტამენტისთვის ისეთ მაღალპრიორიტეტულ ტექნიკურ სფეროებში, როგორებიცაა გვირაბების განვითარება და მართვა, საგზაო უსაფრთხოება და ხელშეკრულებების მართვა.
მსოფლიო ბანკი,2006 წლის შემდეგსხვასაერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან კოორდინაციით,თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთანეროვნული ავტომაგისტრალების ქსელის განვითარების მიზნით, რისთვისაც კოლექტიურად 2 მლრდ. აშშ დოლარის მობილიზება განხორციელდა. ამ ინიციატივამ ხელი შეუწყოაღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის განვითარებას -მხოლოდ მსოფლიო ბანკის მხრიდან9 საკრედიტო ოპერაციის მეშვეობით527 მლნ. აშშ დოლარის გამოყოფა მოხდა ამ მიმართულებით. მსოფლიო ბანკს ასევე დამატებით გამოყოფილი აქვს 407 მლნ. აშშ დოლარი მეორადი დანიშნულების და ადგილობრივი გზების რეაბილიტაციისთვის. ინვესტიციის მთლიანმა მოცულობამ ბოლო 16-წლიან პერიოდში დაახლოებით 1 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021