Accentnews.ge
"საკუთარი სახლის წინ რომ გაწმინდოს გზა ადამიანმა, მგონი, არ წარმოადგენს პრობლემას"

"საკუთარი სახლის წინ რომ გაწმინდოს გზა ადამიანმა, მგონი, არ წარმოადგენს პრობლემას"

23/03/2022 08:00:10 პოლიტიკა

"თუ დათოვლილი გზების გაწმენდაში მოსახლეობაც დაგვეხმარება, მადლობელი ვიქნებით. საკუთარი სახლის წინ რომ გაწმინდოს გზა ადამიანმა, მგონი, არ წარმოადგენს პრობლემას". - მის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მერია "მაქსიმალურს აკეთებს, რომ ცენტრალური ქუჩები სუფთა იყოს, საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა უპრობლემოდ შეძლოს გადაადგილება".

"მეექვსე დღეა, რაც ქალაქში თოვს. შესაბამისი სამსახურები 24-საათიან რეჟიმზე არიან გადასულები. მაქსიმალურად მობილიზებულია ყველა, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. გარკვეული შეფერხებები იყო შემოერთებულ სოფლებში. ძირითადად ეს იყო ჩიხები, შესახვევები, სადაც დიდთოვლობამ გარკვეული პრობლემა შექმნა. რა თქმა უნდა, „თბილსერვის ჯგუფი“, გამგეობები და ჩვენი კონტრაქტორი კომპანიები მეექვსე დღეა 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. მიმდინარეობს ქუჩების გაწმენდა, ტექნიკური მარილის დაყრა. 5000 ტონაზე მეტი ტექნიკური მარილი იქნა გამოყენებული. დღესაც თოვს თბილისში. შესაბამისი სამსახურები მუშაობას აგრძელებენ. გარკვეული პრობლემები შეიქმნა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების თვალსაზრისით. დარჩენილია მეორადი ქუჩები, ჩიხები, შესახვევები. აქაც მიმდინარეობს სამუშაოები, თუმცა პრობლემებს ვაწყდებით. ეს არის ავტომობილები, რომლებიც ქუჩაშია დაყენებული, ტექნიკა ვერ შედის და ვერ ახორციელებს სამუშაოებს. მთელი ამ დღეების განმავლობაში ცენტრალურ ქუჩებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ გაჩერებულა. პატარა შეფერხება იყო, თუმცა საზოგადოებრივი ტრანსპორტი ემსახურებოდა მოსახლეობას“,- აღნიშნავს კალაძე.

ამასთან, მან მოსახლეობას დახმარებისკენ მოუწოდა:

„თუ იქნება მხარდაჭერა მადლობელი ვიქნებით. საკუთარი სახლის წინ რომ გაწმინდოს ადამიანმა, მგონი არ წარმოადგენს პრობლემას. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი დახმარება იქნება და მინდა, ამისთვის მადლობა გადავუხადო ყველა იმ მოქალაქეს, ვინც ჩართულია კონკრეტული სივრცის გაწმენდით სამუშაოებში“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S