კასიანოვი: "საქართველოში ამ დროისთვის უკრაინის 20 000-მდე მოქალაქე იმყოფება"
23/03/2022 12:03:48 პოლიტიკა
უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის განცხადებით, საქართველოში ამ დროისთვის უკრაინის 20 000-მდე მოქალაქე იმყოფება.
მისი თქმით, 58 ბავშვი უკვე სწავლობს ქართულ სკოლებში.
"საქართველოში იმყოფებიან უკრაინელები, მათი რაოდენობა თითქმის 20 000-ია, ეს რაოდენობა ყოველდღე იცვლება. ამ საკითხთან დაკავშირებით უკრაინის საელჩო მჭიდროდ მუშაობს საქართველოს მთავრობასთან, რომ დახმარებასა და მხარდაჭერას ჰქონდეს სისტემური ხასიათი. უკვე 58 ბავშვი სწავლობს ქართულ სკოლებში და კიდევ 50 ბავშვის მშობელმა შეიტანა განაცხადი მათი ბავშვების ბაღებში სკოლებსა და ბაღებში ჩარიცხვის შესახებ. მადლობას ვუხდით ქართულ მხარეს ასეთი მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნა კასიანოვმა.


