Accentnews.ge
კასიანოვი: "მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობას, ქართველ ხალხს და ყველას, ვინც ახლა უკრაინელ ხალხს ჰუმანიტარულ დახმარებას უგზავნის"

კასიანოვი: "მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობას, ქართველ ხალხს და ყველას, ვინც ახლა უკრაინელ ხალხს ჰუმანიტარულ დახმარებას უგზავნის"

23/03/2022 12:17:04 პოლიტიკა

"მადლობას ვუხდით ყველას, საქართველოს მთავრობას, ქართველ ხალხს, ქართულ სასწავლო დაწესებულებებს, ყველა კომპანიას, საპატრიარქოს, საქართველოს და უკრაინის რიგით მოქალაქეებს, ყველა მოხალისეს, ვინც ახლა აწვდის უკრაინას და უკრაინელ ხალხს ჰუმანიტარულ დახმარებას", – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი მონაცემებით, საქართველოდან უკრაინაში გაიგზავნა 680 ტონა ჰუმანიტარული დახმარება.

„დახმარების ნაწილი გზაშია, ჰუმანიტარული დახმარების ნაწილი ახლაც გროვდება. მინდა, მოგიყვანოთ რამდენიმე მაგალითი, თბილისის მერიამ უკვე შეაგროვა სახსრები და უნდა, რომ გადარიცხოს ეს თანხა კიევის მერიის ანგარიშზე, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ასევე შეაგროვა დახმარება, საკუთარი წვლილი შეიტანეს ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და ხელმძღვანელობამ, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა და ბევრმა სხვამ. ეს ყველაფერი არ არის, რაზეც ჩვენ ინფორმაცია გვაქვს. თითოეულ ადამიანს შეაქვს საკუთარი წვლილი ყოველგვარი რეკლამის გარეშე. ჩვენ ამას ვგრძნობთ, ჩვენ ამას ვსაჭიროებთ და ძალიან მადლიერი ვართ ამისთვის", – განაცხადა დიპლომატმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S