"მოველი, რომ მოკავშირეები შეთანხმდებიან რუსეთის მხრიდან ზეწოლის რისკის ქვეშ მყოფი საქართველოს მხარდაჭერის გაძლიერებაზე"
23/03/2022 14:30:15 პოლიტიკა
"მოველი, რომ მოკავშირეები შეთანხმდებიან რუსეთის მხრიდან ზეწოლის რისკის ქვეშ მყოფი საქართველოს მხარდაჭერის გაძლიერებაზე" , – ამის შესახებ ნატო–ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ალიანსის საგანგებო სამიტის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"ხვალ გაიმართება ნატო–ს საგანგებო სამიტი. მოველი, რომ შევთანხმდებით, გავძლიეროთ ინდივიდუალური მხარდაჭერა სხვა პარტნიორებისთვის, რომლებიც რუსეთის ზეწოლის რისკის ქვეშ არიან. ასეთ ქვეყნებს შორისაა საქართველო და ბოსნია-ჰერცეგოვინა. ევროკავშირთან თანამშრომლობით ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ, დაიცვან სუვერენიტეტი და უფლება, მიიღონ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.


