ზელენსკი: "უკრაინა იმსახურებს, იყოს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი"
24/03/2022 10:49:32 პოლიტიკა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შვედეთის პარლამენტს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ უკრაინა იმსახურებს იყოს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი.
"ჩვენ არ ვიბრძვით მხოლოდ უკრაინის ხალხისთვის, არამედ ევროპის უსაფრთხოებისთვის და ვაჩვენეთ, რომ ვიმსახურებთ ვიყოთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი“, – მიმართა შვედ დეპუტატებს ზელენსკიმ.
ამასთან, მან შვედეთს უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და მიმართა , რომ გააძლიერონ სანქციები რუსეთზე.


