Accentnews.ge
"მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ უნდა გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა პარტნიორების, მათ შორის საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინის მიმართ"

"მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ უნდა გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა პარტნიორების, მათ შორის საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინის მიმართ"

24/03/2022 13:48:14 პოლიტიკა

"მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ უნდა გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა პარტნიორების, მათ შორის საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინის მიმართ", – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ალიანსის საგანგებო სამიტის შემდეგ გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირთან ერთად ნატო უნდა დაეხმაროს ამ ქვეყნებს სუვერენიტეტის დაცვაში.

„მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ ჩვენ ასევე უნდა გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა სხვა პარტნიორების მიმართ, რომლებიც რისკის ქვეშ არიან რუსეთის ჩარევის გამო, მათ შორის საქართველოს და ბოსნია-ჰერცეგოვინის მიმართ. ჩვენ, ევროკავშირთან ერთად, უნდა დავეხმაროთ მათ სუვერენიტეტის დაცვასა და მათი მედეგობის გაძლიერებაში“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S