ნატო რუსეთის შეჭრით დაზარალებულ ქვეყნებს კონკრეტულ წინადადებებს აპრილში შესთავაზებს
24/03/2022 14:06:09 პოლიტიკა
ნატოს განცხადებით, იმ პარტნიორების დასახმარებლად, რომლებიც რუსული საფრთხისა და რუსეთის შეჭრის შედეგად არიან დაზარალებულები, ალიანსი კონკრეტულ წინადადებებს აპრილში განიხილავს.
„ჩვენ უზრუნველვყოფთ ინდივიდუალურ მხარდაჭერას რუსული საფრთხისა და შეჭრის შედეგად დაზარალებული პარტნიორებისთვის და (მომავალშიც) გავაძლიერებთ ჩვენს მხარდაჭერას, რათა დავეხმაროთ მათ, რომ წინააღმდეგობა გაუწიონ რუსეთის მავნე გავლენებს და გააძლიეროს საკუთარი მედეგობა, ამ პარტნიორების მოთხოვნისა და ჩენი ხანგრძლივი პარტნიორობის პროგრამებიდან გამომდინარე. აპრილში ნატო–ს საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ კონკრეტულ წინადადებებს ამ პარტნიორების მიმართ ჩვენი მხარდაჭერის გასაძლიერებლად“, – ნათქვამია ალიანსის წევრი სახელმწიფოების ერთობლივ განცხადებაში.
მანამდე, ნატო–ს გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ "მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ უნდა გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა პარტნიორების, მათ შორის საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინის მიმართ".


