Accentnews.ge
"უკრაინაში იბადება ძლიერი ერი, მათაც უნდა ეღირსოთ ავტოკეფალია"

"უკრაინაში იბადება ძლიერი ერი, მათაც უნდა ეღირსოთ ავტოკეფალია"

25/03/2022 11:12:29 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალია უნდა „ეღირსოს“. ამის შესახებ მან დღეს ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს განაცხადა.

ზურაბიშვილმა სრულიად საქართველოს მიულოცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის აღდგენის 105 წლისთავი.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სარწმუნოებისთვის, ჩვენი ეკლესიისთვის და ჩვენი თავისუფლებისთვის, თუ არა აღდგენა ავტოკეფალიის, ალბათ არც თავისუფლების აღდგენა იქნებოდა და დღეს არ ვიქნებოდით, როგორც ერთ-ერთი დამოუკიდებელი, ძლიერი სახელმწიფო. არ შეიძლება, რომ დღეს არ გავიხსენო ის, რაც ხდება უკრაინაში, სადაც რეალურად იბადება ძლიერი, თავისუფალი უკრაინული ერი და ალბათ მათაც თავის დროზე უნდა ეღირსოთ ავტოკეფალია თავიანთი ეკლესიის, რამეთუ რუსეთმა დაკარგა ყველა მორალური უფლება, იყოს ერთმორწმუნე რომელიმე სხვა მართლმადიდებელი ეკლესიისა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის აღდგენის 105 წლისთავს დღეს აღნიშნავს. სადღესასწაულო თარიღთან დაკავშირებით სიონის საკათედრო ტაძარში საპატრიარქო ტაძრის მოსაყდრემ პარაკლისი აღავლინა. ღვთისმსახურებას პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, პარლამენტის და საკრებულოს წევრები დაესწრნენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S