Accentnews.ge
"რაც ხდება აშშ–სა და ევროპაში, რა თქმა უნდა, ჩვენზეც აისახება"

"რაც ხდება აშშ–სა და ევროპაში, რა თქმა უნდა, ჩვენზეც აისახება"

28/03/2022 07:12:13 პოლიტიკა

პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "რაც ხდება აშშ–სა და ევროპაში, რა თქმა უნდა, საქართველოზეც აისახება".

"ჩვენს ქვეყანაში, რა თქმა უნდა გამოწვევაა ინფლაცია და ფასების ზრდა ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში ყველგან. საქართველო ბუნებრივია, ვერ იქნება გამონაკლისი, რადგან ვართ პატარა ქვეყანა პატარა ეკონიმიკით და მიერთებული ვართ მსოფლიო ბაზრებს. რაც ხდება აშშ–სა და ევროპაში, რა თქმა უნდა, ჩვენზეც აისახება", – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, ომს გავლენა ექნება ფასებზე, ეკონომიკასა და ინფლაციაზე.

"ამას სჭირდება კარგად გააზრება და კარგად ახსნა ჩვენი მოქალაქეებისთვის. [...] მე მესმის, რომ ჩვენ მოქალაქეებს ძალიან აწუხებთ ფასები და, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი ვართ დაინტერესებული, რომ შევუმსუბუქოთ ჩვენ მოქალაქეებს ის გაზრდილი ფასები და წნეხი, რომელიც მომდინარეობს ამ კრიზისებიდან", - განაცხადა პრემიერმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S