Accentnews.ge
"საქართველოში უკრაინის 20 000-მდე მოქალაქეა"

"საქართველოში უკრაინის 20 000-მდე მოქალაქეა"

28/03/2022 09:09:24 პოლიტიკა

ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოში დაახლოებით 20 ათასამდე უკრაინელი ლტოლვილი იმყოფება. მისი თქმით, საქართველო მდიდარი ქვეყანა არაა, თუმცა ცდილობენ იძულებით გადაადგილებულ უკრაინელებს ღირსეული ცხოვრების პირობები შეუქმნან.

"ჩვენთან რამდენიმე ათეული ათასი უკრაინელია, დაახლოებით, 20 ათასამდე უკრაინის მოქალაქეზე განაცხადა უკრაინის საელჩომ თვითონ, ფიქსირდება, რა თქმა უნდა, შემოსვლებიც და გასვლებიც საზღვარზე, დაახლოებით, უნდა ველოდოთ, რომ 20 000-ის რანგში იქნება, ზუსტი მონაცემები ძალიან რთულია ახლა გვქონდეს", – განაცხადა დავითაშვილმა.

მინისტრის თქმით, მათთვის ძირითადად 2 ტიპის დაფინანსება აქვთ - სახელმწიფო ბიუჯეტიდან და კერძო სექტორის დონაცია. მას არ დაუკონკრეტებია ვინ რა ნაწილის კონტრიბუციას ახდენს დევნილი მოსახლეობისთვის:

"ბევრია მხარდაჭერის ღონისძიება, რომელსაც ქვეყანა აკეთებს სხვადასხვა უწყების მეშვეობით, ჩვენ გვირჩევნია ბევრი ვაკეთოთ და ნაკლები ვილაპარაკოთ ამ თემასთან დაკავშირებით".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S