Accentnews.ge
ვაშაძე ღარიბაშვილს მიმართავს: "გაიგონეთ ხალხის ხმა და გააუქმეთ აქციზის გადასახადი"

ვაშაძე ღარიბაშვილს მიმართავს: "გაიგონეთ ხალხის ხმა და გააუქმეთ აქციზის გადასახადი"

28/03/2022 09:53:15 პოლიტიკა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს, საწვავზე აქციზის გადასახადი გააუქმოს.

ვაშაძე მიიჩნევს, რომ მთავრობის მეთაურის განცხადება ქვეყანაში არსებულ უმძიმეს გარემოებას სრულიად აცდენილია.

"ვწუხვარ, რომ თქვენ ედრებით ამერიკას და გერმანიას, მაგრამ გავიწყდებათ, რომ თქვენ ხართ ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. იმ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, სადაც ადამიანებს ყოველდიურად უწევთ ბრძოლა შიმშილის დასამარცხებლად და საკვების მოსაპოვებლად. გუშინ აქციის მონაწილეებს ჰქონდათ უმარტივესი მოთხოვნა – გაუქმდეს აქციზის გადასახადი საწვავზე. იცით, რომელი აქციზის გადასახადი? რომელიც თქვენ და თქვენმა მთავრობამ 2016 წელს გააორმაგეთ. ფინანსთა მინისტრის პარლამენტში მოსვლის დროს არაერთხელ გვქონდა ამაზე საუბარი, რომ დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს აქციზის გადასახადი. რამდენზეა საუბარი? ესაა 500 მილიონის ხარჯზე საუბარი, შემოსავალზე ბიუჯეტზე. რას უნდა დააკლოთ აქციზის გაუქმების შემთხვევაში ეს დანახარჯები? - თქვენს ფუფუნების საგნებს, თქვენს ხელფასებსა და პრემიერს, კოორდინატორების ხელფასებსა და პრემიებს თქვენ რომ გყავთ დაფინანსებული და დასაქმებული სიპებსა და ა(ა)იპებში. ბატონო ირაკლი, გაიგონეთ ხალხის ხმა და გააუქმეთ აქციზის გადასახადი", - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S