"ფლანგვის დეტექტორი" - შენობა, რომელშიც “ალტ-ინფოს” და “კონსერვატიული მოძრაობის” წყალტუბოს ოფისია გახსნილი "ქართული ოცნების" დეპუტატის შვილს ეკუთვნის
29/03/2022 07:38:19 პოლიტიკა
შენობა, რომელშიც პრორუს მოძალადეთა დაჯგუფების “ალტ-ინფოს” და მათი პარტიის “კონსერვატიული მოძრაობის” წყალტუბოს ოფისია გახსნილი "ქართული ოცნების" დეპუტატის შვილს ეკუთვნის.
ამის შესახებ ინფორმაციას "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს.
"ავთანდილ მხეიძე 2021 წლის 2 ოქტომბრიდან წყალტუბოს საკრებულოს დეპუტატია "ქართული ოცნებიდან" და მისი შვილის ფართის თანამესაკუთრე რუსეთის მოქალაქეა. გამოდის, "ქართული ოცნების" დეპუტატის ოჯახი ფართს აქირავებს "ქართული ოცნების" კონკურენტ პარტიაზე, რომლის დამფუძნებლებიც მოძალადე პრორუსული დაჯგუფების წარმომადგენლები არიან" - აცხადებენ ორგანიზაციაში.


