ოქრუაშვილი: "უკრაინაში დაღუპულ ქართველთა სახელები გმირთა მოედანზე მემორიალზე ამოტვიფრონ"
29/03/2022 08:38:19 პოლიტიკა
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ინიციატივით გამოდის, უკრაინაში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეების სახელები გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა მემორიალზე ამოტვიფრონ.
მისი თქმით, სამწუხაროა, რომ უკრაინაში დაღუპულ გმირებს ძმათა სასაფლაოზე რომ არ კრძალავენ.
„იმავდროულად თბილისის მერი დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო. არ გაინტერესებთ რამდენად ყალბია და ფარისევლური კალაძის ქცევა? მოდით, შევამოწმოთ. ყველამ მოვითხოვოთ მერიისგან, რომ უკრაინაში გარდაცვლილი ბიჭების სახელები ამოტვიფრონ გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა მემორიალზე — ისინი ხომ უკრაინაში საქართველოსთვის იბრძოდნენ“, — წერს ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში.
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებულ ომს ამ დროისთის საქართველოს 4 მოქალაქე –დავით რატიანი, გია ბერიაშვილი, ბახვა ჩიქობავა, დავით გობეჯიშვილი ემსხვერპლა.


