Accentnews.ge
"ჩემმა დაგინებამ აღფრთოვანება გამოიწვია, ხალხი მირეკავდა და გახარებული იყო"

"ჩემმა დაგინებამ აღფრთოვანება გამოიწვია, ხალხი მირეკავდა და გახარებული იყო"

29/03/2022 09:14:16 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ წევრი დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის მისამართით მისმა „დაგინებამ“ ხალხის აღფრთოვანება გამოიწვია.

ყაველაშვილმა ენმ-ს "ომის და ბოროტების პარტია" უწოდა.

„ამ ომის და ბოროტების პარტიას მივმართავ, არ გამოგივათ და ახალგაზრდებსაც მივმართავ, თუ ვინმე არის და მეც მეგულება ზოგიერთი სამშობლოს სიყვარულით გამსჭვალული ადამიანი, სანამ დრო არის, მოგიწოდებთ, ახლა რჩევას გაძლევთ, აღარ ვიგინები, არ მინდა, რომ ამ პროექტის ნაწილებად დარჩეთ მთელი ცხოვრება. სანამ დროა გაემიჯნეთ და გადით ამ პარტიიდან […] სამწუხაროა, ჩემმა დაგინებამ ხალხში აღფრთოვანება გამოიწვია, შეიძლება ასეთი რეალობა არსებობდეს?! – ხალხი მირეკავდა და გახარებული იყო იმიტომ, რომ ასეთი ნაძირლების პარტია ბრძანდებით. გახარებული იყო ხალხი, შეიძლება ასეთი რამე იყოს?!“,- განაცხადა ყაველაშვილმა

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S