Accentnews.ge
ნატო–ს მინისტერიალში, მათ შორის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიიღებს მონაწილეობას

ნატო–ს მინისტერიალში, მათ შორის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიიღებს მონაწილეობას

29/03/2022 11:42:41 პოლიტიკა

6–7 აპრილს ბრიუსელში, ნატო–ს შტაბ-ბინაში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გაიმართება. ღონისძიებას ნატო–ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი გაუძღვება.

ალიანსის ცნობით, მინისტერიალში ნატო–ს წევრი ქვეყნების საგარეო უწყებების ხელმზღვანელების გარდა, მონაწილეობას მიიღებენ ავსტრალიის, ფინეთის, საქართველოს, იაპონიის, კორეის რესპუბლიკის, ახალი ზელანდიის, შვედეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები, ასევე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S