Accentnews.ge
წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა უკრაინაში მიემგზავრება

წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა უკრაინაში მიემგზავრება

29/03/2022 12:26:02 პოლიტიკა

წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა უკრაინაში, ქალაქ იავოროვში მიემგზავრება. ამის შესახებ განცხადება მან "ფეისბუქში" პირად გვერდზე ვიდეომიმართვისას განაცხადა.

ხარჩილავას თქმით, მას უკრაინაში მიაქვს ჰუმანიტარული დახმარება და დაგეგმილი აქვს, რომ ხელი მოაწეროს ქალაქ იავოროვისა და წალენჯიხის დამეგობრების მემორანდუმს:

“მივდივარ უკრაინის ქალაქ იავოროვში, რომელთანაც ომის პერიოდში შედგა დამეგობრება. ეს ისტორიული დამეგობრებაა და მიმაქვს ჩემი მოსახლეობის განწყობები და სავსე ხელები – ეს არის ჰუმანიტარული ტვირთი, სოლიდარობის და განვითარების ფონდის, თქვენ მიერ გაღებული თანხებით შეძენილი ინფრასტრუქტურული საკითხის მოგვარებისთვის საჭირო, ფრონტისპირა ქალაქის ჰოსპიტალური სექტორის დასახმარებლად – დიზელ-გენერატორი და ამასთან მიმაქვს ერთობლივი ბრძოლის, თანადგომის და საუკუნოვანი მეგობრობის განწყობები. ქალაქ იავოროვში ხელი მოეწერება ორ ქალაქს შორის დამეგობრების მემორანდუმს”.

გია ხარჩილავა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S