Accentnews.ge
"ენმ ასჯერ მძიმე ზიანს აყენებს სახელმწიფოს, ვიდრე ამის გაკეთება შეუძლია "ალტ-ინფოს"

"ენმ ასჯერ მძიმე ზიანს აყენებს სახელმწიფოს, ვიდრე ამის გაკეთება შეუძლია "ალტ-ინფოს"

30/03/2022 09:27:15 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" და მასთან დაკავშირებული მედია ბევრად მძიმე ზიანს აყენებს სახელმწიფოს, ვიდრე "ალტ- ინფო".

მისი თქმით, საქართველოში არა ერთი ტელევიზიაა, რომელიც აგრესიის, სიძულვილის, პოლარიზაციის პროპაგანდას ახორციელებს, თუმცა მათ წინააღმდეგ კანონმდებლობა უძლურია.

"პრორუსული პარტიები სამწუხაროდ, ჩვენ პარლამენტშიც გვყავს. ეს არის სამწუხარო რეალობა. თუ ამასთან დაკავშირებით სამართლებრივი მექანიზმების ფარგლებში რაიმე რეაგირება შეიძლება, რა თქმა უნდა, შეგვიძლია ეს გავაკეთოთ. სამწუხარო რეალობაა ის, რომ ასეთ დროს რთულია ხოლმე რეაგირება. [...] მე მგონი ისინიც ["ნაციონალური მოძრაობა"] რუსეთიდან ფინანსდებიან. ენმ ბევრად უფრო მძიმეა იმიტომ, რომ ისინი მონაწილეობენ არჩევნებში, გარკვეულ წარმატებას აღწევენ არჩევნებში, მათ აქვთ ბევრად უფრო გავლენიანი მედია რესურსები, შესაბამისად, ისინი ასჯერ უფრო მძიმე ზიანს აყენებენ სახელმწიფოს, ვიდრე ამის გაკეთება შეუძლია "ალტ-ინფოს", – განაცხადა კობახიძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S