კობახიძე: "არ ვაპირებთ, პრეზიდენტს შევყვეთ რაღაც კინკლაობის მცდელობაში"
30/03/2022 09:31:58 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ "არ აპირებენ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს კინკლაობაში შეყვნენ". მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა 5 ელჩი არ დანიშნა და ერთის გათავისუფლებაზე თქვა უარი. კობახიძემ თქვა, რომ ქვეყნებს და გვარებს ვერ დაასახელებს:
"„ქართული ოცნება“, საქართველოს მთავრობა პრეზიდენტის ინსტიტუტს უფრთხილდებოდა, არ გვინდოდა ეს ჭუჭყი გარეთ გამოგვეტანა. როდესაც კონსტიტუციას არღვევს საქართველოს პრეზიდენტი, ეს არის ჭუჭყი, რომელიც არ გვინდოდა გარეთ გამოგვეტანა. ვიზიტებთან დაკავშირებითაც კონსტიტუცია არაერთხელ დაარღვია, ესეც არ გვინდოდა გარეთ გამოგვეტანა. როდესაც მან თავად გადაწყვიტა ამ ჭუჭყის გამოტანა, მაშინ მივიღეთ ჩვენც გადაწყვეტილება ამ თემაზე საუბრის დაწყების თაობაზე. [...] არავინ არ ვაპირებთ, რომ პრეზიდენტს შევყვეთ რაღაც კინკლაობის მცდელობაში, ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ ფაქტებით, და ფაქტები არის შემდეგი, გასული წლის ივნის-ივლისში, პრეზიდენტს მთავრობისგან გაეგზავნა 3 წარდგინება ელჩების დანიშვნასთან დაკავშირებით და დღემდე არც ერთ წარდგინებაზე არ არის პასუხი, გასულია თითქმის ერთი წელი, შესაბამისად, პრეზიდენტმა უარი განაცხადა მათ დანიშვნაზე. წელს, დაახლოებით 2-3 კვირის წინ, მთავრობამ გააგზავნა წარდგინება ორი ელჩის წარდგინებასთან დაკავშირებით, ერთის გამოწვევის და ორის დანიშვნასთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაში, არა თუ უპასუხოდ დატოვა პრეზიდენტმა ეს წარდგინება, პირდაპირ, წერილობით წერილობით უარი აქვს მას ნათქვამი".


