"ფაქტია, ქვეყანაში გვყავს "აზრის ლიდერების" გარკვეული წრე, რომელიც რეზოლუციის ნაცების მხარდაჭერილ ტექსტს "აპრავებს" და სულაბერიძის ინსტაგრამის ტექსტზე გიჟდება"
30/03/2022 10:02:56 პოლიტიკა
უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში ნოე სულაბერიძის პირად ,,ინსტაგრამ’’ გვერდზე გამოქვეყნებულ გამოკითხვას ეხმიანება რასაც საზოგადოების მხრიდან სხვადასხვა ინტერპრეტაციები მოყვა.
,,ფაქტია, რომ ქვეყანაში გვყავს "აზრის ლიდერების" გარკვეული წრე, რომელიც რეზოლუციის ნაცების მიერ მხარდაჭერილ ტექსტს მალავს, "აპრავებს" და ნოე სულაბერიძის ინსტაგრამის ტექსტზე (რაზეც შეცდომაც აღიარა და მოიბოდიშა კიდეც) გიჟდება და ცოცხლად მარხავს ადამიანს.’’ წერს რატი იონათამიშვილი facebook - ზე.
სულაბერიძემ ინსტაგრამზე ონლაინ გამოკითხვა გამოაქვეყნა ასეთი ფორმულირებით: “აუცილებელი არჩევანის შემთხვევაში რას აირჩევდით?” სავარაუდო პასუხებს შორის კი იყო “მშვიდობა” და “თავისუფლება”.
იმედის წამყვანმა და პროდიუსერმა ნოე სულაბერიძე მოგვიანებით სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე გამოქვეყნებული გამოკითხვის გამო ბოდიში მოიხადა..


