საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმიდან 31 წელი გავიდა
31/03/2022 05:00:54 პოლიტიკა
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმიდან 31 წელი გავიდა. 1991 წლის 31 მარტს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე გაიმართა საერთო-სახალხო კენჭისყრა, რომლის შედეგების საფუძველზე უზენაესმა საბჭომ დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.
უზენაეს საბჭოს ზვიად გამსახურდია ხელმძღვანელობდა.
რეფერენდუმის კითხვა იყო: "თანახმა ხართ თუ არა აღსდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?"

31 წლის წინ ამ დღეს საქართველოს მოსახლეობამ დამოუკიდებლობის აღდგენას მხარი ერთსულოვნად დაუჭირა - 98,9%-მა რეფერენდუმის კითხვას დადებითად უპასუხა, სულ კი რეფერენდუმში მონაწილეობა 3,3 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. ამ შედეგების საფუძველზე იმავე წლის 9 აპრლის უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.

გარდა ამისა, 31 მარტი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. იგი დღეს 83 წლის გახდებოდა.


