Accentnews.ge
"ცხინვალში რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ ე.წ. რეფერენდუმი შესაძლოა, მაისში ან ივნისში ჩატარდეს"

"ცხინვალში რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ ე.წ. რეფერენდუმი შესაძლოა, მაისში ან ივნისში ჩატარდეს"

31/03/2022 09:05:32 პოლიტიკა

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში აცხადებენ, რომ ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ ე.წ. რეფერენდუმი შესაძლოა, მაისში ან ივნისში ჩატარდეს. ამის შესახებ TASS-სთან დსთ-ის საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ვიქტორ ვოდოლაცკიმ ისაუბრა.

"ვფიქრობ, 10 აპრილს, როდესაც სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება, რეფერენდუმის ვადები უკვე გასაგები იქნება, როდის გამოაცხადებენ. არჩევნების, პრეზიდენტის ფიცის დადების შემდეგ, ის ჩაატარებს ამ პროცედურას. ვფიქრობ, დიდი დრო არ დასჭირდება - მაისი-ივნისი", - განაცხადა ვოდოლაცკიმ.

30 მარტს დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ რუსეთთან გაერთიანება "რესპუბლიკის" სტრატეგიული მიზანია. აღნიშნულ საკითხზე ოკუპირებულ რეგიონში რეფერენდუმის ჩატარებას აპირებენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S