Accentnews.ge
სააკაშვილი - ცხინვალის შესაძლო ანექსიაზე: "ხელისუფლებას ეგონა, თუ ჩაწვებოდნენ, რუსეთი ამას არ გააკეთებდა"

სააკაშვილი - ცხინვალის შესაძლო ანექსიაზე: "ხელისუფლებას ეგონა, თუ ჩაწვებოდნენ, რუსეთი ამას არ გააკეთებდა"

31/03/2022 10:58:23 პოლიტიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ შიდა ქართლში „ბორდერიზაცია“ სწორედ ცხინვალის ანექსიის საკითხის მომზადებას ემსახურებოდა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ამას არ იმჩნევდა, ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში რუსეთთან შეერთების საკითხზე ე.წ. რეფერენდუმის ჩატარება დღის წესრიგში მაინც დადგა.

„ხდება ზუსტად ის, რაზეც ბოლო ერთი წელიწადის განმავლობაში ყველას ვაფრთხილებდი. მთელი ეს „ბორდერიზაცია“, რასაც საქართველოს ხელისუფლება არ იმჩნევდა, ცხინვალის ანექსიის საკითხის მომზადებას ემსახურებოდა. ამათ ეგონათ, რომ თუ ჩაწვებოდნენ, რუსეთი ამას არ გააკეთებდა. ბიბილოვმა ერთი გამოსვლით მრავალწლიანი პროპაგანდა წყალში ჩაუყარა. შესაბამისად, დავრჩით პრაქტიკულად მოკავშირეების გარეშე, გამარგინალებული ამ დიდი საფრთხის წინაშე. იქნებ, ახლა მაინც მოეგონ გონს და გადადგან ნაბიჯები ერთიანობისა და საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად მუშაობისკენ“, — აცხადებს სააკაშვილი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S