Accentnews.ge
გორის მერის მოადგილე: "მილიონი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ სააკაშვილი ზელენსკისთან შეთანხმებით ჩამოვიდა"

გორის მერის მოადგილე: "მილიონი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ სააკაშვილი ზელენსკისთან შეთანხმებით ჩამოვიდა"

31/03/2022 10:10:48 პოლიტიკა

გორის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნებით თუ უნებლიედ რუსეთის საქმეს აკეთებს და საქართველოში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეთანხმებით ჩამოვიდა.

„აქამდე, პატარა ეჭვები მღრღნიდა, რომ ვცდებოდი, მაგრამ ახლა, 100%-ით კი არა, მილიონი %-ით ვარ დარწმუნებული, რომ სააკაშვილი ზელენსკისთან შეთანხმებით ჩამოვიდა საქართველოში (ისე რას გაბედავდა). ვისაც ჩვენს ქვეყანაში არეულობა გინდათ, ვისაც ჩვენი შვილების სისხლი გწყურიათ, ვისაც გინდათ, რომ 2008 წელი განმეორდეს საქართველოში (თუ განმეორდება, გაცილებით დიდი მასშტაბის იქნება) ყველანი ხართ ქვეყნის მტრები და ოკუპანტის მონები“, — წერს შიოშვილი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, რუსეთი ერთადერთია, რომელსაც აწყობს „ის პოლიტიკა, რასაც დღეს მიშა ცდილობს, რომ გაატაროს“:

„ან იმდენად არის გაბოროტებული და იმდენად სწყურია ხელისუფლებაში მოსვლა და ძალაუფლების ხელში ჩაგდება, რომ ნებით თუ უნებლიედ აკეთებს რუსეთის საქმეს… ღმერთო დაიფარე ჩვენი ქვეყანა ბოროტებისგან“.

მანამდე, უკრაინის ხელისუფლება გააკრიტიკა გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძემაც.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S