Accentnews.ge
"შესაძლებლობის ფანჯარა" ევროკავშირისგან სწორი პასუხია რუსულ აგრესიაზე"

"შესაძლებლობის ფანჯარა" ევროკავშირისგან სწორი პასუხია რუსულ აგრესიაზე"

31/03/2022 12:24:55 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში სტუმრად მყოფ დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს, იეპე კოფოდს შეხვდა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"რუსეთის აგრესიამ ვერ შეაჩერა საქართველოს ევროპისაკენ სვლა და ახლადშექმნილი "შესაძლებლობის ფანჯარა" ევროკავშირის სწორი პასუხია ამ აგრესიაზე", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ორბელიანების სასახლეში დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ იეპე კოფოდთან შეხვედრისას.

პრეს–სამსახურის ინფორმაციით, დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა სრული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევროინტეგრაციის მიმართ და განაცხადა, რომ საქართველო ევროპული ქვეყანაა, რომლის ადგილიც ევროპულ ოჯახშია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S