"გადაჭარბებულია თქმა იმისა, რომ უკრაინაზე ჩემი და მთავრობის პოზიციები დიდად განსხვავდება"
31/03/2022 20:13:33 პოლიტიკა
"გადაჭარბებულია თქმა, რომ დიდი განსხვავებაა", - ასე პასუხობს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი CNN-ის ჟურნალისტის კითხვას, რომელიც უკრაინასთან დაკავშირებით მისი და საქართველოს მთავრობის პოზიციებს ეხებოდა.
"ვფიქრობ, ეს არ არის ზუსტი აღწერა. ჩვენ ვმონაწილეობთ ყველა საერთაშორისო ფინანსურ სანქციაში და ეს ნამდვილად არის რაღაც ქართული ფინანსური სექტორისთვის. ჩვენ ასევე ხელს ვაწერთ ყველა რეზოლუციას, რაც უკრაინის მხარდასაჭერად შეიქმნა. ასე რომ, ვფიქრობ, ცოტათი გადაჭარბებულია თქმა იმისა, რომ დიდი განსხვავებაა [ჩვენს] შორის. შესაძლოა, [ამის მიზეზი იყოს] სიტყვები, რომელთაც მთავრობა იყენებს და აღქმა მოსახლეობაში“, – განაცხადა პრეზიდენტმა.


