"როდესაც ზელენსკი გაიზრდება, მიხვდება, როგორი ცუდი სიტყვები თქვა ქართველების მიმართ"
01/04/2022 10:02:31 პოლიტიკა
"ქართული ოცნების“ წევრი დეპუტატი ლადო კახაძე მიიჩნევს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავისი განცხადებებით საქართველოს ხელისუფლებას „გადაუარა“. ამის შესახებ კახაძემ „ჯორჯიან თაიმსის“ გადაცემაში, „ჩაი მაკა რაზმაძესთან ერთად“, განაცხადა.
"როდესაც იგი [ვოლოდიმირ ზელენსკი] გაიზრდება და ასაკი მოემატება, მერე მიხვდება, როგორი ცუდი სიტყვები თქვა ქართველების მიმართ. ხელისუფალს ამ წუთას, იმ მილიონ ადამიანთან ერთად, რომელსაც ხმა აქვს მიცემული, გადაგვიარა. ეს კიდევ ერთხელ, არ მინდა, ახლა შეფასებით ნაწილში შევიდე, წამომცდა და ბოდიში მაყურებელს, ბოდიში უკრაინელებს", – განაცხადა კახაძემ.
28 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართველ ხალხს მხარდასაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ „არის ხოლმე დრო, როცა ხალხი არ არის მთავრობა, მაგრამ მასზე უკეთესია“. მოგვიაანებით, მან საქარტველოდან ელჩი გაიწვია. მიზეზად მან დაასახელა ქართული მხარის მიერ „მოხალისეების არგაშვება და სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიცია“.


