Accentnews.ge
მდინარაძე განმარტავს, რატომ იკავებენ თავს მმართველ გუნდში უკრაინაში დაღუპულ ქართველებთან დაკავშირებით სამძიმრისგან

მდინარაძე განმარტავს, რატომ იკავებენ თავს მმართველ გუნდში უკრაინაში დაღუპულ ქართველებთან დაკავშირებით სამძიმრისგან

01/04/2022 15:21:37 პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ჟურნალისტებს განუმარტავს, რატომ არ აცხადებენ ხელისუფლების წარმომადგენლები სამძიმარს უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებთან დაკავშირებით.

„როდესაც ქვეყანა, არა მხოლოდ საქართველო, არამედ აშშ, დიდი ბრიტანეთი და ა.შ. აცხადებს წინააღმდეგობას მოხალისეებთან დაკავშირებით მაშინ ჩნდება უხერხული მომენტი, ხელისუფლება წარმომადგენლები როგორ უნდა იქცეოდნენ ამ დროს. რაიმე მათი მოქმედება, თუნდაც, გულწრფელი სამძიმარი აღიქმება თუ არა წახალისებად გარკვეული ქმედებების იმ ფონზე, აშშ, დიდი ბრიტანეთი, ნატოს ქვეყნები და მათ შორის საქართველო იგივე პოზიციას აფიქსირებს მოხალისეებთან დაკავშირებით...

ჩვენ ასევე ვიფიქრეთ, სამძიმარი გამოვუცხადოთ, მაგრამ იმ პოლიტიკიდან გამომდინარე, რასაც ჩვენ და ჩვენი პარტნიორი ქვეყნები მოხალისეებთან დაკავშირებით ეწევიან, ასე მოვქცეულიყავით და ხომ არ შეგვეკავებინა თავი. შესაძლოა, ვცდებოდეთ, მაგრამ ეს არის გულწრფელი პასუხი, რაც შეიძლება, ამასთან დაკავშირებით [ვთქვა]. თქვენ კადრულობთ და ამ საკითხს ჰიბრიდული ომის ნაწილად ხდით", - ამგვარად უპასუხა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე შესაბამის კითხვას.

უკრაინაში მებრძოლი ქართველებიდან ოთხი დაიღუპა. 18 მარტს ცნობილი გახდა, რომ რუსეთ-უკრაინის ომში დაიღუპნენ გია ბერიაშვილი და დავით რატიანი. მოგვაინებით გახდა ცნობილი ბახვა ჩიქობავას გარდაცვალების შესახებ. ამ ბრძოლაში 26 მარტს უკრაინის ქალაქ ირპენთან ბრძოლაში დაიღუპა აფხაზეთიდან დევნილი დავით გობეჯიშვილიც.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S