Accentnews.ge
ლიეტუვა:"რუსულ გაზზე უარს ვამბობთ"

ლიეტუვა:"რუსულ გაზზე უარს ვამბობთ"

02/04/2022 18:50:59 პოლიტიკა

ლიეტუვაში აცხადებენ, რომ ევროკავშირის ქვეყნებიდან პირველებმა თქვეს უარი რუსულ გაზზე.

აღნიშნულის შესახებ განცხადებას ლიეტუვისენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებს.

„რუსული გაზისგან სრული ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მოპოვების მიზნით, ევროპაში რუსეთის ენერგეტიკული შანტაჟისა და უკრაინაში ომის საპასუხოდ, ლიეტუვამმთლიანად შეწყვიტა რუსული გაზის მიღება: ამ თვის დასაწყისიდან ლიეტუვის გაზის ტრანსპორტირების სისტემა ფუნქციონირებს რუსული გაზის იმპორტის გარეშე“, – ნათქვამია განცხადებაში.

ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, ახლა ლიეტუვის მთელ მოთხოვნას გაზზე აკმაყოფილებს კლაიპედას გათხევადებული ბუნებრივი აირის ტერმინალი და მომდევნო პერიოდისთვის მომხმარებლები ბუნებრივ აირს მხოლოდ ტერმინალიდან მიიღებენ. სამინისტროს ინფორმაციით, საჭიროების შემთხვევაში, გაზის ლიეტუვაში მიწოდება შესაძლებელია ლატვიის გაზსადენთანმიერთებით, ხოლო პირველი მაისიდან პოლონეთის გაზსადენის ქსელის მეშვეობით.

ენერგეტიკის მინისტრმა დაინიუს კრეივისმახაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის გარდამტეხი მომენტი ლიეტუვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ისტორიაში.

„ჩვენ ვართ ევროკავშირის პირველი ქვეყანა ბუნებრივი აირით „გაზპრომის“ მიერ მომარაგებულ ქვეყნებს შორის, რომელმაც უზრუნველყო დამოუკიდებლობა რუსული გაზის მიწოდებისგან და ეს არის გრძელვადიანი თანმიმდევრული, ენერგეტიკული პოლიტიკისა და დროული ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებების შედეგი“, – განაცხადა კრეივისმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S