შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები ბათუმში – „ოცნება“ 69% – ენმ 31%
03/04/2022 07:35:22 პოლიტიკა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ბათუმის ადგილობრივი თვითმმართველობის შუალედურ არჩევნებში "ქართული ოცნების" კანდიდატმა რამაზ ჯინჭარაძემ გაიმარჯვა.
ბათუმში უკვე დათვლილია №4 საარჩევნო ოლქის 14-ვე უბანის მონაცემები, სადაც არჩევნები მიმდინარეობდა.
წინასწარი მონაცემების თანახმად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მათე ფუტკარაძემ ამომრჩეველთა ხმების 31% მიიღო – 3233 ხმა, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა რამაზ ჯინჭარაძემ – 69% –7190 ხმა.


