"ვიცით, რას წარმოადგენს ბუჩა – დანაშაულს კაცობრიობის წინააღმდეგ"
04/04/2022 05:00:52 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის ქალაქ ბუჩაში, ქუჩაში ცხედრების პოვნის ფატს ეხმიანება და მომხდარს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს უწოდებს.
„ძნელია წარმოიდგინო სამყარო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს. მაგრამ აქ არის. ჩვენ მასში ვცხოვრობთ. ქართული წარსული ნიშნავს, რომ ვიცით რას წარმოადგენს ბუჩა - დანაშაულს კაცობრიობის წინააღმდეგ, ჭრილობას, რომლის შეხორცებას ძალიან დიდი დრო სჭირდება. უკრაინის წინააღმდეგობა არ დამარცხდება. მაგრამ ეს არასოდეს იქნება დავიწყებული“, - წერს პრეზიდენტი ტვიტერზე.
ბუჩადან რუსეთის შეიარაღებული ძალების გასვლის შემდეგ ქალაქში მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები იპოვეს.


