Accentnews.ge
"15 000-ზე მეტი აპლიკაციაა სოციალურად დაუცველებისგან შესული და 3000-ს შესაბამისი ხელშეკრულება უკვე  გაუფორმდა"

"15 000-ზე მეტი აპლიკაციაა სოციალურად დაუცველებისგან შესული და 3000-ს შესაბამისი ხელშეკრულება უკვე  გაუფორმდა"

04/04/2022 09:00:24 პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 1 მარტიდან სოციალურად დაუცველი პირების საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბური პროგრამა დაიწყო და ამჟამად უკვე დარეგისტრირებულია 20 ათასი საზოგადოებრივი სამუშაო-ვაკანსია.

"ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი აქტიურად ჩაერთო ამ მიმართულებითაც და მინდა გითხრათ, რომ დღეის მდგომარეობით, უკვე დარეგისტრირებულია 20 ათასი საზოგადოებრივი სამუშაო-ვაკანსია. მინდა ჩვენს საზოგადოებას ვახარო, 15 ათასზე მეტი აპლიკაცია უკვე შემოსულია სოციალურად დაუცველებისგან და 3 ათასს უკვე გაუფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება, რომ დაახლოებით რაც რა თქმა უნდა, ძალიან გავახარებს, მაგრამ ჩვენ კიდევ უფრო მეტად უნდა გავზარდოთ ეს მასშტაბები. ობიექტურად უნდა აღინიშნოს, რომ პროგრამის დაწყებიდან სულ რაღაც 3 კვირაში ასეთი შედეგი ამ პროგრამის მიმართ ძალიან მაღალ ინტერსებზე მიუთითებს. კიდევ ერთხელ მინდა ჩვენს მოქალაქეებს მივმართო, რომ რაც შეიძლება მეტი სოციალურად დაუცველი უნდა ჩაერთოს ამ პროგრამაში, რომ მეტი შემოსავალი მიიღონ“,-განაცხადა ღარიბაშვილმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S