Accentnews.ge
უკრაინის დაზვერვა: "რუსეთი საქართველოს ტერიტორიის გავლით სანქცირებული საქონლის კონტრაბანდის არხებს ქმნის"

უკრაინის დაზვერვა: "რუსეთი საქართველოს ტერიტორიის გავლით სანქცირებული საქონლის კონტრაბანდის არხებს ქმნის"

04/04/2022 10:06:49 პოლიტიკა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, "რუსეთი საქართველოს ტერიტორიის გავლით სანქცირებული საქონლის კონტრაბანდის არხებს ქმნის". მისი ცნობით, საუბარია, კერძოდ, სამხედრო, ორმაგი და სამოქალაქო დანიშნულების საქონელზე.

ამასთან, როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, "ქართულ სპეცსამსახურებს ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან მიღებული აქვთ მითითება, კონტრაბანდისტების საქმიანობას ხელი არ შეუშალონ".

მისივე ინფორმაციით, სამხედრო დანიშნულების ტვირთების კონტრაბანდა ხორციელდება ასევე აღმოსავლეთ აზიის გავლით.

უკრაინული დაზვერვის ცნობით, საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხიც განიხილება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S