Accentnews.ge
"უკრაინას უკვე მოუწია უარის თქმა ნატო-ზე"

"უკრაინას უკვე მოუწია უარის თქმა ნატო-ზე"

04/04/2022 11:16:22 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ თავმდჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ნატო-ში გაწევრიანებას უარის თქმა უკრაინისთვის სასტარტო შეთავაზება იყო, რაზეც უკვე უარის თქმა მოუწია.

იგი ამბობს, რომ უკრაინას ომით უმძიმესი ზიანი მიადგა და ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა:

"სამწუხაროდ, უმძიმესი ზიანი მიადგა ჩვენს მეგობარ ქვეყანას, ჩვენს მეგობარ ხალხს, უკრაინას. ძალიან რთულია ის მდგომარეობა, რომელშიც არის ეს სახელმწიფო დღეს. თქვენ იცით, რომ ყველა თვალსაზრისით ზიანი არის ძალიან მძიმე, იქნება ეს ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული თუ სამხედრო. და თქვენ იცით, რომ უკრაინას, მის ხელისუფლებას უკვე მოუწია უარის თქმა ნატო–ზე, რაც იყო მისი მხრიდან სასტარტო შეთავაზება რუსეთის მიმართ. ეს არის უმძიმესი მდგომარეობა. შესაბამისად, სახეზეა ის მდგომარეობა, რაც არის ჩვენთვის სამწუხარო".

მისი თქმით, საქართველოსთვის უკრაინის მდგომარეობა რელევანტური არ არის:

"უკრაინამ რუსეთს შესთავაზა სასტარტო პირობები გარიგებისთვის და მისგან არ მიუღია პასუხი. უკრაინა იყო ნატო-ზე უარის და ნეიტრალური სტატუსის ინიციატორი. მადლობა ღმერთს, ჩვენ არ ვართ დღეს ამ მდგომარეობაში, შესაბამისად, ჩვენთვის საერთოდ არ არის რელევანტური ამ თემაზე მსჯელობა და იმედია, არც მომავალში გახდება. ჩვენ გვაქვს მკაფიო ორიენტირები ჩვენს პოლიტიკაში და ამოცანები. პირველი რიგის ამოცანა არის ის, რომ ქვეყანას თავიდან ავარიდოთ ომი და ის მდგომარეობა, რომელშიც დღეს ჩვენი მეგობარი ქვეყანაა ჩავარდნილი“.

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". ომის დასრულების წინაპირობად რუსეთი უკრაინის ნეიტალიტეტს ისევ ასახელებს. ნატო–ს ქოლგის მსჯავსი უსაფრთოების გარანტიების მიღების სანაცვლოდ, უკრაინის ხელისუფლება მზადაა, ეს საკითხი სახალხო რეფერენდუმზე გაიტანოს. გარდა ამისა, უკრაინა რუსულ მხარეს სთავაზობს ყირიმის და სევასტოპოლის სტატუსზე 15-წლიან ორმხრივ მოლაპარაკებებს. ამასთან, შეთანხმების ფარგლებში უკრაინამ და რუსეთმა უნდა დადონ პირობა, რომ მოლაპარაკებების მიმდინარეობისას საკითხის გადასაწყვეტად სამხედრო ძალას არ გამოიყენებენ.

ლუგანსკსა და დონეცკზე უკრაინას პოზიცია არ დაუფიქსირებია. მათი შეთავაზებაა, რომ ეს საკითხი პუტინისა და ზელენსკის მოლაპარაკებებზე გადაწყდეს.

პრეზიდენტის წარმომადგენელი რუსეთთან მოლაპარაკებებეში დავით არახამია აცხადებს, რომ მოსკოვისგან მიიღეს ზეპირი პასუხი, რომ ისინი ყირიმზე შეთავაზების გარდა, სხვა პოზიციებს ეთანხმებიან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S