Accentnews.ge
კობახიძე – ბიბილოვის განცხადებებზე: "სჯობს, იგნორირება გავუკეთოთ"

კობახიძე – ბიბილოვის განცხადებებზე: "სჯობს, იგნორირება გავუკეთოთ"

05/04/2022 08:19:32 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის განცხადება ე.წ. წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირდება და "უმჯობესია, განსაკუთრებული ყურადღებით არ მოვეკიდოთ მას".

"ამ ყველაფერს აქვს ე.წ. წინასაარჩევნო მიზანი, ე.წ. არჩევნები ტარდება ე.წ. სამხრეთ ოსეთში და ზუსტად წინასაარჩევნო კამპანიის მიზნებისთვის კეთდება ხოლმე ტრადიციულად ასეთი განცხადებები და ესეც არის პირდაპირ კავშირში ამ ე.წ. არჩევნებთან. რაც უფრო მეტ ყურადღებას მივაქცევთ ჩვენ ამ განცხადებებს, რომლებსაც ჩვენ არალეგიტიმურად ვცნობთ, მით უკეთესი იქნება განცხადების ავტორებისთვის, ამიტომ უმჯობესია, რომ განსაკუთრებული ყურადღებით არ მოვეკიდოთ, სჯობს, რომ ამ განცხადებას იგნორირება გავუკეთოთ", – განაცხადა კობახიძემ.

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ოკუპირებულ რეგიონში ორი ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებას არ გამორიცხავს.

მისი თქმით, პირველი ე.წ. რეფერენდუმი შეეხება რუსეთის შემადგენლობაში შესვლას, ხოლო მეორე - ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანებას.

10 აპრილს ოკუპირებულ რეგიონში დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებია დაგეგმილი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S