“კიდევ ერთი ასეთი ანგარიშის შემდეგ, ვიზალიბერალიზაციაც სათუო გაგვიხდება”
05/04/2022 08:57:02 პოლიტიკა
"ევროპარლამენტის ანგარიშში ნათლად ჩანს, რომ ევროკავშირში კარგად დაინახეს, თუ რა გზას ადგა საქართველო უკანასკნელი წლების მანძილზე. გაყალბებული არჩევნები, სახელმწიფო ინსტიტუტების მიზანმინართული ნგრევა, მედიაზე შეტევა, კორუფციის ზრდა - ეს ყველაფერი ნათლად არის ასახული ევროპარლამენტის ანგარიშში", - ამის შესახებ ,,ერთიანი საქართველოს" ერთ–ერთმა ლიდერმა ანზორ ბიწაძემ განაცხადა.
მისი თქმით, "პოლიტიკურმა პარტიამ ,,ერთიანმა საქართველომ” არა ერთხელ განაცხადა, რომ ვიზალიბერალიზაციაც კი შესაძლოა, დაკარგოს ქვეყანამ, არა თუ ევროკავშირის წევრობის პერსპეტივა, რადგან ისეთი მმართველობის სისტემა როგორიც ჩვენს ქვეყანაში ჩამოყალიბდა, სრულ შეუსაბამობაშია ცივილიზებულ სამყაროსთან".
,,ამ ანგარიშის შემდეგ, საინტერესოა რა პასუხს გასცემს საზოგადოებას ხელისუფლება , რომელმაც ორიოდე კვირის უკან, ზარ-ზეიმით გვაუწყა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანა. ევროპარლამენტის ანგარიში კიდევ ერთი ნათელი დასტურია, რომ ოპოზიციამაც და საზოგადოებამაც რაც შეიძლება სწრაფად ვიმოქმედოთ - წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველო დაკარგავს კიდევ უფრო მეტ დროს და შესაბამისად პერსპექტივასაც", – განაცხადა ბიწაძემ.


