"სხვის გაჭირვებაზე ხელის მოთბობა არავის შერჩენია"
05/04/2022 10:29:57 პოლიტიკა
"სხვის გაჭირვებაზე ხელის მოთბობა არავის შერჩენია", – ამის შესახებ “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძმე ტელეკომპანია "პირველთან” საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, "საქართველოს არ ჰყავს ხელისუფლება, ქვეყანას ჰყავს ერთი კაცი რომელიც უფრთხილდება თავის უსაფრთხოებას და სახელმწიფო ინტერესი, ეროვნული ინტერესი, ქვეყნის უსაფრთხოება და ქვეყნის ღირსება საერთოდ არ აინტერესებს".
"სანამ ჩვენ ამას არ გავითავისებთ, პოლიტიკაში ვართ, ბიზნესში, თუ უბრალო ადამიანები, სანამ ამას არ გავითავისებთ რომ ასე ცხოვრება არის ძალან სახიფათო, რადგან არავის არც ერთ ურთიერთობაში არ შერჩენია ორ სკამზე ჯდომა, არავის არ შერჩენია სხვის გაჭირვებაზე ხელის მოთბობა. არავინ არ აპატიებს, განსაკუთრებით სტრატეგიული პარტნიორები, იმ ლაჩრულ განცხადებებს, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აკეთებს”, - განაცხადა ხაზარაძემ.


