Accentnews.ge
"საჭიროა მტკიცებულებები, თუ ეს არ იქნება, უკრაინულმა მხარემ ბოდიში უნდა მოიხადოს"

"საჭიროა მტკიცებულებები, თუ ეს არ იქნება, უკრაინულმა მხარემ ბოდიში უნდა მოიხადოს"

05/04/2022 12:00:20 პოლიტიკა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის განცხადება უმძიმესი ბრალდებაა, რომელსაც მტკიცებულებები სჭირდება.

მისი თქმით, თუ უკრაინული მხარე მტკიცებულებებს ვერ წარმოადგენს, მაშინ მან ბოდიში უნდა მოიხადოს.

"თუ ეს არის ტყუილი, ეს არის მძიმე ბრალდება და ამას შესაბამისი რეაქცია ექნება, მათ შორის ჩვენი პოლიტიკური ჯგუფის მხრიდანაც, მაგრამ ამას სჭირდება კონკრეტული ნაბიჯები, ქართული სპეცსამსახურების თანამშრომლობა ევროპულ, ბრიტანულ, ამერიკულ სპეცსამსახურებთან, რომ დეტალურად მოხდეს ამის შესწავლა. თუ ეს ტყუილია, მაშინ მას უნდა ჰქონდეს შესაბამისი განმარტება უკრაინის მხრიდან, საიდან მოვიდა ეს ინფორმაცია. ამ საკითხს უნდა გამოძიება, მტკიცებულებები. თუ ეს არ იქნება, უკრაინულმა მხარემ განცხადება უკან უნდა წაიღოს და რა თქმა უნდა, ბოდიში მოიხადოს, მაგრამ ამას „ქართული ოცნების“ მხრიდან ბრტყელი განცხადებები კი არ სჭირდება, არამედ კონკრეტული ქმედებების განხორციელება და დასავლელ პარტნიორებთან ერთად ყველა ტვირთის დეტალური მონიტორინგი“, – განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის: უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, "რუსეთი საქართველოს ტერიტორიის გავლით სანქცირებული საქონლის კონტრაბანდის არხებს ქმნის". მისი ცნობით, საუბარია, კერძოდ, სამხედრო, ორმაგი და სამოქალაქო დანიშნულების საქონელზე.

ამასთან, როგორც უწყების მიერ 4 აპრილს გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, "ქართულ სპეცსამსახურებს ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან მიღებული აქვთ მითითება, კონტრაბანდისტების საქმიანობას ხელი არ შეუშალონ".

გარდა ამისა, უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი აცხადებს, რომ არ აქვს მიზეზი, არ დაუჯეროს უკრაინული დაზვერვის ცნობას, რუსების მიერ კონტრაბანდული პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე გატარების შესახებ.

4 აპრილს კიევის ბრალდებას საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ "ყოვლად დაუსაბუთებელი და აბსურდული" უწოდა.

5 აპრილს სუს–მა მოუწოდა უკრაინულ მხარეს, მიაწოდოს მათი ინფორმაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S