Accentnews.ge
"ჩვენი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გააქტიურებით შეგვიძლია, დავეხმაროთ საქართველოს მედეგობის გაძლიერებასა და ნებისმიერი შესაძლო აგრესიისგან თავიდან აცილებაში"

"ჩვენი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გააქტიურებით შეგვიძლია, დავეხმაროთ საქართველოს მედეგობის გაძლიერებასა და ნებისმიერი შესაძლო აგრესიისგან თავიდან აცილებაში"

05/04/2022 13:19:27 პოლიტიკა

ნატო–ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ალიანსის პარტნიორების, მათ შორის საქართველოს მიმართ პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გააქტიურებაზე ისაუბრა.

"მოველი, რომ მინისტერიალზე გადავწყვეტთ, გავაკეთოთ მეტი რუსული საფრთხის წინაშე მყოფი პარტნიორებისთვის, მათ შორის საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთვის. ჩვენი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გააქტიურებით შეგვიძლია, დავეხმაროთ პარტნიორებს მედეგობის გაძლიერებასა და ნებისმიერი შესაძლო აგრესიისგან თავიდან აცილებაში", – განაცხადა სტოლტენბერგმა ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე გამართულ პრეს–კონფერენციაზე.

ამასთან, მისი თქმით, ხუთშაბათს ნატო-ში შეხვედრა გაიმართება, რომელსაც, მათ შორის საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი დაესწრება.

„ჩვენ შემოგვიერთდება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება, რომელიც ბოლოდროინდელი მოვლენების საქმის კურსში ჩაგვაყენებს, მათ შორის მოსკოვთან მოლაპარაკების თაობაზე. ფინეთი, შვედეთი, საქართველო და ევროკავშირი შეხვედრას დაესწრებიან და ჩვენ შემოგვიერთდებიან ნატო-ს პარტნიორები აზია-წყნარი ოკეანის რეგიონიდან – ავსტრალია, იაპონია, ახალი ზელანდია, კორეის რესპუბლიკა“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S