დარჩიაშვილი – კულებას: "დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამშრომლობა მეტად გააძლიერებს მეგობრობას უკრაინელ და ქართველ ხალხს შორის"
05/04/2022 13:52:10 პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უკრაინელ კოლეგა დმიტრო კულებას კეთილი სურვილებისთვის მადლობას უხდის. მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ ნაყოფიერი თანამშრომლობით კიდევ უფრო გაძლიერდება მეგობრობა უკრაინელ და ქართველ ხალხს შორის.
მან უკრაინელ ხალხს მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა.
„მადლობას ვუხდი დმიტრო კულებას კეთილი სურვილებისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობა კიდევ უფრო გააძლიერებს მეგობრობას უკრაინელ და ქართველ ხალხს შორის, საერთო წარმატებების მისაღწევად და გამოწვევების დასაძლევად. მტკიცე მხარდაჭერას, სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს მათი ქვეყნისთვის და იმ ღირებულებებისთვის ბრძოლაში, რასაც ჩვენ ვიზიარებთ“, – წერს ილია დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: დმიტრო კულება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად ილია დარჩიაშვილის დანიშვნას გამოეხმაურა. როგორც კულება სოციალურ ქსელში წერს, მოუთმენლად ელოდება ახალ საგარეო საქმეთა მინისტრთან მუშაობას საქართველო-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის გასაძლიერებლად.


