Accentnews.ge
"უმოკლეს ვადებში ველოდებით უკრაინის მთავრობისგან მტკიცებულებებს, სხვა შემთხვევაში გავაკეთებთ დასკვნას, რომ საქმე ეხება ცრუ ბრალდებას"

"უმოკლეს ვადებში ველოდებით უკრაინის მთავრობისგან მტკიცებულებებს, სხვა შემთხვევაში გავაკეთებთ დასკვნას, რომ საქმე ეხება ცრუ ბრალდებას"

06/04/2022 08:45:46 პოლიტიკა

საქართველოს ვიცე–პრემიერი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ გუშინ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკრაინული მხარის ბრალდებებს უპასუხა, "სადაც იყო პრაქტიკულად ახსნილი საბაზისო წესები სისხლის სამართალში".

„როდესაც ერთი პირი მეორე პირს სდებს ბრალს, ბრალმდებელმა უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები. შესაბამისად, ჩვენ ვამბობთ, თუ რა არის რეალობა საქართველოში. რეალობა არის, რომ მკაცრ საბაჟო კონტროლს ექვემდებარება ყველა სანქცირებული მასალა. ეს არის ფაქტებით გამყარებული რეალობა. ხოლო როდესაც საწინააღმდეგოში სდებ ბრალს ​სახელმწიფოს, რა თქმა უნდა, თავადვე უნდა წარმოადგინო მტკიცებულებები. შესაბამისად, ჩვენ უმოკლეს ვადებში ველოდებით უკრაინის მთავრობისა და შესაბამისი სამსახურებისგან მტკიცებულებებს იმ ბინძური ტყუილების დასასაბუთებლად, რომლებიც გაჟღერდა ორიოდე დღის წინ. სხვა შემთხვევაში, ჩვენ გავაკეთებთ დასკვნას, რომ საქმე ეხება ცრუ ბრალდებას, ძალიან რბილად რომ ვთქვა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ცნობისთვის: უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, "რუსეთი საქართველოს ტერიტორიის გავლით სანქცირებული საქონლის კონტრაბანდის არხებს ქმნის". მისი ცნობით, საუბარია, კერძოდ, სამხედრო, ორმაგი და სამოქალაქო დანიშნულების საქონელზე.

ამასთან, როგორც უწყების მიერ 4 აპრილს გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, "ქართულ სპეცსამსახურებს ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან მიღებული აქვთ მითითება, კონტრაბანდისტების საქმიანობას ხელი არ შეუშალონ".

გარდა ამისა, უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი აცხადებს, რომ არ აქვს მიზეზი, არ დაუჯეროს უკრაინული დაზვერვის ცნობას, რუსების მიერ კონტრაბანდული პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე გატარების შესახებ.

4 აპრილს კიევის ბრალდებას საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ "ყოვლად დაუსაბუთებელი და აბსურდული" უწოდა.

5 აპრილს სუს–მა მოუწოდა უკრაინულ მხარეს, მიაწოდოს მათი ინფორმაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S