Accentnews.ge
"უკრაინის სამხედრო დაზვერვის ბრალდებები ძალიან სერიოზულია  და სერიოზულად უნდა იქნას მიღებული"

"უკრაინის სამხედრო დაზვერვის ბრალდებები ძალიან სერიოზულია და სერიოზულად უნდა იქნას მიღებული"

06/04/2022 09:23:23 პოლიტიკა

"ეს არის ძალიან სერიოზული ბრალდებები უკრაინის სამხედრო დაზვერვის მხრიდან და სერიოზულად უნდა იქნას მიღებული", - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.

„ჩვენ ვნახეთ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მკაფიო პასუხი, რომ ასეთი საქმიანობა არ ხორციელდება. რაც შემეხება მე, ამასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. მნიშვნელოვანია, მხარეებმა განაგრძონ ინფორმაციის გაცვლა ამ საკითხებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ელჩმა.

ცნობისთვის: უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, "რუსეთი საქართველოს ტერიტორიის გავლით სანქცირებული საქონლის კონტრაბანდის არხებს ქმნის". მისი ცნობით, საუბარია, კერძოდ, სამხედრო, ორმაგი და სამოქალაქო დანიშნულების საქონელზე.

ამასთან, როგორც უწყების მიერ 4 აპრილს გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, "ქართულ სპეცსამსახურებს ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან მიღებული აქვთ მითითება, კონტრაბანდისტების საქმიანობას ხელი არ შეუშალონ".

გარდა ამისა, უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი აცხადებს, რომ არ აქვს მიზეზი, არ დაუჯეროს უკრაინული დაზვერვის ცნობას, რუსების მიერ კონტრაბანდული პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე გატარების შესახებ.

4 აპრილს კიევის ბრალდებას საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ "ყოვლად დაუსაბუთებელი და აბსურდული" უწოდა.

5 აპრილს სუს–მა მოუწოდა უკრაინულ მხარეს, მიაწოდოს მათი ინფორმაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S